Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ

ძვირფასო სტუდენტებო, 

 

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს!

 

აკადემიურ რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მითითებულ ინსტრუქციას.

 

სასწავლო ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე: ცხრილები

საგნების დაწყების ზუსტი თარიღი და დრო ყოველთვის შეამოწმეთ აღნიშნულ ცხრილში.

 

აკადემიური რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ 15 სექტემბრის 13 საათიდან

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:

სასწავლო ცხრილში მითითებული საგნები უნდა აირჩიოთ LMS-ში შემდეგნაირად:

  • ძირითადი საგნები აირჩიეთ თქვენი ნაკადისა და ჯგუფის მიხედვით (ჩამონათვალში აირჩიეთ თქვენი ჯგუფის დასახელება მაგ. ჯგუფი ა, ბ, გ....)
  • არჩევითი საგნები უნდა აირჩიოთ მხოლოდ თქვენი ნაკადის მიხედვით (აირჩიეთ თქვენს ნაკადში ნებისმიერი სასურველი ჯგუფი).
  • საგნების არჩევისას იხელმძღვანელეთ ზემოთ მითითებული ცხრილის მეშვეობით (ცხრილში მითითებული საგნები უნდა აირჩიოთ LMS-ში).

 

გისურვებთ წარმატებებს!